ოზურგეთის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ანტინიკოტინის კვირეული

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და ნიკოტინის მოხმარების მავნებლობას  მიეძღვნა ოზურგეთის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ ინიცირებულ ღონისძიებათა ციკლი.
 
დასკვნით ღონიძიებაზე ოზურგეთის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმრად მოიწვიეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები და  ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოსწავლეები  პედაგოგები და სკოლის ადმინსტრაცია. 
 
შეხვედრის დასაწყისში მოხდა კვირეულის ფარგლებში განხორციელებული  საქმიანობების პრეზენტაცია, ბავშვებმა კითხვები დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრეს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრობლემაზე, როგორც სამართლებრივი, ისე ჯანმრთელობის კუთხით, ასევე იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. კვირეულის ფარგლებში ბავშვებმა გამოკითხვაც ჩაატარეს. გამიკითხვის მიხედვით მწეველების უმეტესობამ არ იცის, რომ ისინი გარშემომყოფებსაც (პასიურ მწეველებს) აყენებენ ზიანს. ამასთან, გამყიდველებიც არ არიან ინფორმირებულები, რომ კანონმდებლობით არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვა აკრძალულია და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. პრობლემის მოგვარების მიზნით ბავშვებმა გადაწყვიტეს მოამზადონ საინფორმაციო ფლაიერები, გაავრცელონ საზოგადოებაში, მაღაზიებში, მოახდინონ გამყიდველების,  მწეველების და საზოგადოების ინფორმირება. 
 
გურიის ახალგაზრდული რესუსრს ცენტრი