მოსწავლეთა ინიციატივა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ინიციატივა საგზაო უსაფრთხოების წესების გაცნობის შესახებ სამოქალაქო განათლების ფორუმზე განიხილეს. პრობლემა გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები, მათ შორის მოსწავლეები,  ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას  საგზაო უსაფრთხოების  წესების შესახებ. მოსწავლეებმა წერილობით  მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.  

2012 წლის 1 ივნისს სამოქალაქო კლუბის წევრებს  ტრენინგი საგზაო ნიშნების შესახებ   ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტორმა კოტე ზანაძემ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორმა თამუნა ბასილაძემ ჩაუტარა. გაიმართა საინტერესო კითხვა-პასუხი. ტრენინგის დასრულების შემდეგ ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ავტომობილები დაათვალიერებინეს. იმავე დღეს  ისინი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სააგენტოში, სადაც   სამმართველოს უფროსს მერაბ ბობოხიძეს  შეხვდნენ და ყველა ტიპის მომსახურების შესახებ მიიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თეორიული ცონის მიღებასთან ერთად პრაქტიკაშიც მოესინჯათ საკუთარი ძალები და საგამოცდო ავტომობილებით   ჩაებარებინათ პრაქტიკული გამოცდა.
 
,,ძალიან კარგია, რომ მოსწავლეებს მსგავსი ტიპის ინიციატივების დაგეგმვის სურვილი უჩნდებათ, ჩვენ და ჩვენი სამსახური ყოველთვის მზად იქნება მათ ინიციატივას დაუჭიროს მხარი.’’ - განაცხადა ანალიზისა და მონიტორინგის სამართველოს ინსპექტორმა კოტე ზანაძემ. 

წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი