ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ

სოფელ ქვემო ბოლნისის  პირველი საჯარო სკოლის აზერბაჯანული სამოქალაქო კლუბის „ხელი ხელს“ წევრები,  სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო სარეაბილიტაციო ცენტრს ,,განთიადს", სადაც მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 
 
ქვემო ბოლნისის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიიის საღამო, აზერბაიჯანელმა ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ლექსები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სახალისო თამაშები, რამაც  ხელი შეუწყო აზერბაიჯანელი და სსსმ მოსწავლეების ინტეგრაციას. გარდა ამისა, ქვემო ბოლნისის აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა ცენტრის მოსწავლეებს   შინ დამზადებული ტკბილეული და ხილი გადასცეს.
 
მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ, დამეგობრდნენ და კვლავაც გამოთქვეს შემდგომში შეხვედრის სურვილი.  გამოფენა-გაყიდვის შედეგად  მიღებული თანხა მოხმარდება ცენტრის აღსაზრდელების საჭიროებებს.
 
შეხვედრას  ესწრებოდა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბასილაშვილი.  
 
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“