გამწვანების აქცია გორის მე-5 საჯარო სკოლაში

გორის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის ეზოს გამწვანების აქცია მოეწყო. კლუბის წევრებმა თხოვნით მიმართეს გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურს ნერგების გამოყოფის თაობაზე, რომლებმაც 300 ლარის ღირებულების 20 ჭადარი  გადმოსცა სკოლას უსასყიდლოდ.
 
კლუბის წევრებმა გაკვეთილების დასრულების შემდგომ პედაგოგებთან ერთად დაასუფთავეს  ადგილი სადაც დაირგვებოდა ნერგები, ამოთხარეს  ორმოები, დარგეს   და მორწყეს ახლად დარგული ხეები.   მოსწავლეებმა გადაწყვიტეს  იზრუნონ ნარგავების მოვლა-პატრონობაზე  და შემოდგომშიც  გაამწვანონ სკოლის ეზო. ამ აქციაზე საზოგადოება „ბილიკმა“ სკოლას გადასცა 2 ნაგვის ურნა, რომელიც ორგანიზაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოუყო.  მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ურნები  სკოლის ეზოში განათავსეს. 
 
საზოგადოება „ბილიკი“