სტუმრად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

გორის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,მედიატორის" წევრები, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. მათ მასპინძლობა გაუწია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია. მოინახულეს ასევე სასახლის მუზეუმიც. დროთა განმავლობაში მუზეუმის ექსპოზიცია ნელ-ნელა მდიდრდებოდა და იქ თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ ქვეყნის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ნივთები. მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება სხდომები.
 
ექსკურსიის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები (ავტოკალამი და გულსაბნევი პრეზიდენტის სასახლის გამოსახულებითა და წარწერით).
 
საზოგადოება „ბილიკი“