აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული აქტივობები

2012 წლის 25 მაისს , ბათუმში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბებისთვის ჩატარდა ესეების კონკურსი სათაურით  „ჩემი როლი დემოკრატიული სახემწიფოს მშენებლობაში“. კონკურსზე წაკითხულ იქნა 12 ესე და კომპეტენტურ ჟიურის მიეცა ერთი კვირა რომ გამოავლინოს საუკეთესო ნაშრომი. 
 
2012 წლის 31 მაისს, ბათუმში, აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ქუჩის აქციით  აღნიშნეს.  ბათუმის 6 მაისის  პარკში აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა    აქციის მონაწილეები მწეველებს მოუწოდებდნენ სიგარეტის ჩაქრობისკენ და სამაგიეროთ ტკბილეულს ურიგებდნენ.  პარკში მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები ასევე ურიგებდნენ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს და ბუშტებს.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე  -5 ივნისი  ბათუმში, აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა  აქციით აღნიშნეს.  5 სამოქალაქო კლუბის და 2 საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მსვლელობა ბათუმის 6 მაისის  პარკიდან დაიწყეს.  აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ბულვარის გასწვრივ ზღვისპირა ზოლი და პარკის ტერიტორია.  
 
 ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.