სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება სამეგრელო–ზემო სვანეთში

2012 წლის 13 ივნისს, ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ ჩატარდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ რეგიონის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. პროგრამას ახორციელებს PH International საქართველო, USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაცია „ათინათის“, PH International საქართველოს, ადგილობრივი თვითმმართველობის და პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარემ – გია ხასიამ, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“  მცირე გრანტების კოორდინატორმა – ინგა ქიბროწაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა – მადონა ჯაბუამ. სტატისტიკური პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის ასისტენტმა ხათუნა მალიშავამ, ასევე რეგიონულმა კოორდინატორმა მაგდალინა თოდუამ. 

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ   წარმატებული პროექტისა და ინიციატივების ავტორი სამოქალაქო კლუბები.   წარმოდგენილი იყო: ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლის ინიციატივა „უსაფრთხო სკოლა“, სოფ. ინჩხურის სკოლის პროექტი “ჩვენი ჯანმრთელობა - ჩვენს ხელთაა”, ჯლს-ის საჯარო სკოლის პრეზენტაცია „შეხვედრა ჰოლი ბასთან“, 3-ე საჯარო სკოლის პრეზენტაცია - სტაჟირება და ბოლოს ბლოგის პრეზენტაცია წარმოადგინა კონკურსში „მოქალაქე ჟურნალისტი“ გამარჯვებულმა ბლოგერმა,  ზუგდიდის 1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი გულუამ. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში საკლუბო კონკურსში გამარჯვებულ კლუბებს გადაეცათ სიგელები. ასევე სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა ბლოგების კონკურსში გამარჯვებულ ირაკლი გულუას. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინიციატივებისა და პროექტების ამსახველი ფოტო მასალა, ბიულეტენის მეორე გამოშვება და  ასევე კლუბების ინიციატივით პროგრამის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები.

ღონისძიებას დაესწრო 80–მდე ადამიანი.