პრეზენტაცია-სემინარი მასმედიის წარმომადგენლებისთვის

2012 წლის 8-10 ივნისს ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია-სემინარი მასმედიის წარმომადგენლებისთვის.
 
სემინარი მიზანად ისახავდა  ჟურნალისტებისთვის პროგრამის   საქმიანობის და მიღწეული შედეგების გაცნობას  მომავალი თანამშრომლობის დანერგვისათვის.
 
სემინარს სამოქალაქო განათლების შესახებ უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქ-ნი ნინი ბესელია. პრეზენტაცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შედეგების შესახებ წარმოადგინა პროგრამის დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ. PH-International საქართველოს დირექტორმა ბ-ნმა ბერდია ნაცვლსვილმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია და მიმდინარე პროგრამები გააცნო. 
 
სემინარს ესწრებოდნენ მასმედიის წარმომადგენლები ტელეკომპანიებიდან - „იმედი“, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“; გაზეთებიდან - „24 საათი“, „მესენჯერი“, „Georgia Today”, „კვირის პალიტრა“; რადიო - „102,4“,  „ძველი ქალაქი“, „მწვანე ტალღა“; ონლაინ ტელევიზია „პალიტრა TV”; „პრესა.ჯი“ და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების საინფორმაციო ცენტრი. (სულ18 მონაწილე)
 
სემინარის დროს, ჟურნალისტების მიერ გამოითქვა მზაობა ითანამშრომლონ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან. გააშუქონ  პროგრამის პარტნიორი სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობა საქართველოს მასშტაბით, ხელი შეიუწყონ  აქტიური მოქალაქის აღზრდას  დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.