სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა ქალბატონ ჰოლი ჰოლზერ ბასთან ზუგდიდში

2012 წლის 17 მაისს, ზუგდიდში, ასოციაცია “ათინათს” ეწვია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მეუღლე–ჰოლი ჰოლზერ ბასი. ქალბატონი ჰოლი ჰოლზერ ბასი შეხვდა პროგრამის პარტნიორი სკოლის – GLC-ის სამოქალაქო კლუბის წევრებს, რომლებსაც სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ. კლუბის წევრემბა მას გააცნეს თავიანთი საქმინაობა, რომელსაც ეწევიან  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში მათ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. გაიმართა საინტერესო დიალოგი მოსწავლეებსა და ქალბატონ ბასს შორის. მან უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გაუზიარა თავისი გამოცდილება, მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა გახდნენ აქტიური მოქალაქეები და უფრო უკეთ ჩაებნენ  სამოქალქო საქმიანობაში, რომელსაც კლუბის წევრები აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.
 
შეხვედრას ესწრებოდა კლუბის 15 წევრი, ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე და პროგრამის ასისტენტები.