„სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს გამოყენების“ ტრენინგი შიდა ქართლის სკოლების პედაგოგებისათვის

2012 წლის 12 მაისს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის  რეგიონის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის  ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლებში  სამოქალაქო კლუბის  სახელმძღვანელოს დანერგვისა  და გამოყენების საკითხების განხილვას.
 
აღნიშნულ ტრენინგს თავად წიგნის ავტორი ნათია გიორგიძე უძღვებოდა. „სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს გამოყენების“  ტრენინგში მონაწილეობა მიიღო     შიდა ქართლის  21 სკოლის პედაგოგმა, მათ შორის ახალი პარტნიორი სკოლების პედაგოგებმაც.
 
ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეებმა  განიხილეს  სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფუნქციები, საქმიანობა და სტრუქტურა, საკლუბო  ღონისძიებები და სახელმძღვანელოს ეფექტურად გამოყენების გზები, სამოქალაქო კლუბი და თემში არსებული კვლევა, ადვოკატირება, საკლუბო პროექტები.
 
აღნიშნული ტრენინგი პედაგოგების აზრით   დახმარებას გაუწევს  მასწავლებლებს და სამოქალაქო კლუბის წევრებს,  სამომავლოდ ბევრი საინტერესო და სასარგებლო აქტივობები  განახორციელონ.
 
საზოგადოება „ბილიკი“