პროექტი „ვიმეგობროთ პოლიციასთან“

2012 წლის 15 მაისს გორის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და პედაგოგები საზოგადოება „ბილიკის“  წარმომადგენელთან ერთად მცირე საგრანატო კონკურსში გამარჯვებულ პროექტის „ვიმეგობროთ პოლიციასთან“ ფარგლებში ესტუმრნენ გორის საპატრულო პოლიციას.
 
ვიზიტი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები შეხვდნენ პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლებს: ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიციის მმართველს, უბნის ინსპექტორებს, დეტექტივებს, გამომძიებლებს და  პატრულის თანამშრომლებს.
 
ვიზიტის დროს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც  მოიცავს კრიმინალურ განყოფილებას, დეტექტივების განყოფილებას და საპატრულო განყოფილებას. მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს ყველა განყოფილების სამუშაო პირობები, რა შემთხვევის დროს რომელი განყოფილება არის პასუხისმგებელი რეაგირებაზე, აუხსენს გამომძიებლების, პატრულების, უბნის ინსპექტორების და დეტექტივების მუშაობის სტილი. მოსწავლეებმა ცოტა ხნით მოირგეს კიდეც დეტექტივების და გამომძიებლის „როლები“, მათ სამუშაო მაგიდებთანაც მოთავსდნენ და უშუალოდ ნახეს როგორ მუშაობდნენ და ხსნიდნენ ისინი სხვადასხვა დანაშაულებს.
 
პოლიციის თანამშრომლებმა,რომელთაც მართლაც გულითადი მასპინძლობა გაუწიეს პროექტის მონაწილეებს დაურიგეს ფურცლები და სთხოვეს დაეწერათ საკუთარი შეხედულება პოლიციაზე. მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ მიცემულ დავალებებში და ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
 
ბავშვებმა დაათვალიერეს ე.წ წინასწარი დაკვების იზოლატორი, ასევე ოთახი, სადაც წარმოებს დაკითხვა და მოსასვენებელი ოთახები.
 
ადმინისტრაციის უფროსი  კმაყოფილი დარჩა მოსწავლეების აქტიურობით,  ჩართულობითა და დაინტერესებით. მან ბავშვებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მისი ხელშეწყობთ ამავე პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი  თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
 
ღონისძიებაში მონაწილეობდა 18 ადამიანი.