ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით წარმატებას მიაღწია

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში დახმარებისთვის   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. პროექტი ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის დასუფთავება-გამწვანებას, ნაგვის ურნებისა და სკამების განთავსებას. აღმოჩნდა, რომ სოფელ რუსთავს არ ემსახურება დასუფთავების სამსახურის ნაგვის მანქანა და არ მოხდებოდა  ურნებიდან ნაგვის დაცლა.
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან ბ-ნ ლევან ბერიძესთან შეხვედრის დროს  ახალგაზრდებმა პროექტის განხორციელებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი განიხილეს და მას დახმარება სთოხოვეს.  ბ-ნი ლევანი  დაპირდა ახალგაზრდებს დახმარებას და ეხლა  დასუფთავების მანქანა რაიონული ცენტრიდან კვირაში ერთხელ ემსახურება სოფელს.
 
ამავდროულად ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, კლუბის წევრებს ნერგები, სკამები და ნაგვის ურნები გადასცეს, რომელიც განთავსდა  სკოლის ეზოში ხოლო ნერგები ერთობლივად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაირგო. 
ადგილობრივი თვითმართველობისა წარმომადგენლებმა  სამოქალაქო კლუბის წევრებთან მომავალში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.