ქალაქ ზესტაფონის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პროექტი

ქალაქ ზესტაფონის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბი „ფინიკი“  შეუდგა პროექტის განხორციელებას,  სახელწოდებით „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“.  აღნიშნული პროექტის ინიციატორი სამოქალაქო კლუბის ლიდერი ბესიკ ექსეულიძე გახლდათ. 

პროექტის მთავარ  მიზანს წარმოადგენდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობიოს ძეგლების:  ციხე-დარბაზ შორაპნის, ტაბაკინის მონასტრის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის,  უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს ინფორმაცია ძეგლების შესახებ,  მოინახულეს ყველა  ღირსშესანიშნავი ადგილი, გადაიღეს ფოტო და ვიდეო მასალა. მათივე ინიციატივით მოხდა  შორაპნის ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, რაშიდაც მათ დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღმოუჩინა.  

პროექტის განხორციელებში აქტიურ მონაწილეობას  ღებულობდა ინკლუზიური განათლების  საჭიროების მქონე მოსწავლე გოჩა ჩაფიჩაძე, რომელსაც თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, ასევე პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო №6 საჯარო სკოლის დირექცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ადმინისტრაცია და ტელეკომპანია „არგო“, რომელიც  აქტიურად აშუქებდა სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.


იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=Gzi_Pj968Vs&feature=relmfu



წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი