ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლის მიერ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია

ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. აქციის ჩატარებაში მათ დაეხმარა სკოლის პედაგოგი, რომელიც ამავდროულად  არის სოცაილური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი. მან მოსწავლეებს გადასცა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების სია, ხოლო ამ სიიდან შეარჩიეს უკიდურესად გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც 14 სული ცხოვრობს, აქედან კი 9 არის არასრულწლოვანი. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიმართეს  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და სთხოვეს დახმარება.
 
კლუბის მიერ შეგროვდა შემდეგი ნივთები: ტელევიზორი, DVD, DVD დისკები, მობილური ტელეფონი, ჯეოსელის ნომერი, საკანცელარიო ნივთები (რვეულები; კალმები; ფერადი ფანქრები; საძერწი; საშლელი), სათამაშოები, სურსათი (ბარამბოს კარამელები - 2 შეფუთვა; ორცხობილები - 1 კილოგრამი), ტანსაცმელი.
 
მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგის და სოციალური მუშაკის თანხლებით ესტუმრნენ ოჯახს და გადასცეს საჩუქრები. საქველმოქმედო ტვირთის ტრანსპორტირება უზრუნველყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა.
 
საქველმოქმედო აქციის შესახებ ინფორმაცია  გადასცა ლაგოდეხის ტელევიზიამ (LთV) და რადიო „ჰერეთმა“.