კახეთში აკადემიური სემესტრის გაერთიანებული სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც 56 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო ცხოვრებაში, ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, სასკოლო პროექტების შემუშავება და სხვა სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი რესურსცენტრების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.