სკოლა-ბიზნესის ფორუმი ქვემო ქართლში!

ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 9 პროექტი წარუდგინეს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.


ფორუმზე "სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის" ჯილდოები გადაეცათ კომპანიებს Tbilisi Hills Golf და KUMISI - კუმისი, რომლებმაც, გასულ წელს, დააფინანსეს მოსწავლეთა პროექტები.