კერძო სექტორის მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

საბჭოს წევრებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის მხრივ მიღწეული შედეგები და იმსჯელეს სკოლებისა და კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირების ახალი გზების შესახებ.
პროგრამის დასაწყისიდან კერძო სექტორის საბჭოს წევრები იყვნენ: BMG (Business Media Georgia), გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი „შპარკასე საქართველო”, ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).
წელს საბჭო გაიხსნა ახალი წევრებისთვისთვისაც და მას შეუერთდნენ თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, L TV, ქრაუნ პლაზა ბორჯომი, კომპანია ბადაგონი და ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი.