ქ. მარნეულის #8 საჯარო აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იმიტირებული არჩევნები მოაწყვეს

2012 წლის 24 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქ. მარნეულის #8 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბ  "ჩემების" მიერ ინიცირებული არჩევნების პროცესი. კლუბის წევრებმა გაინაწილეს საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების ფუნქცია/მოვალეობები და მთელი პროცესი ქართულ ენაზე წარმოადგინეს.  ღონისძიება იყო დახურული და ესწრებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები და კლუბის წევრები. 
 
იმიტირებული არჩევნების გამართვა დიდი მნიშვნელობის იყო კლუბის თითოეული წევრისთვის, რადგანაც მათ პრაქტიკაში მოახდინეს იმ ცოდნის გადმოტანა და გათავისება, რაც თეორიულად უკვე შესწავლილი ჰქონდათ. ეს იყო კლუბის კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც  მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს და კიდევ უფრო მეტად გახდნენ სამოქალაქო საქმიანობით დაინტერესებულები.