"ზუგდიდი მოლის" დაფინანსებით, ზუგდიდის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეები განახორციელებენ პროექტს დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ.

კომპანიისა და სკოლის თანამშრომლობა სამეგრელოს მასშტაბით გაამრთულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მოსწავლეებმა წარადგინეს იდეა, რომელიც გულისხმობდა დემოკრატიული პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას კინოჩვენებების გზით. პროექტის მხარდაჭერის სურვილი ასევე გამოხატეს სოციალურმა საწარმომ "მეგობარი" და ტელეკომპანია "ოდიში".
კინოჩვენებებთან ერთად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა დისკუსიები, ესეების კონკურსი და სხვა აქტივობები.