"ეს გამოცდილება ჩემთვის პირველია, აქამდე მოხალისე არ ვყოფილვარ. პროექტში მივიღე ცოდნა პროექტის წერის და მართვის შესახებ, ხოლო პრაქტიკაში კიდევ უფრო უკეთ გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავს იყო მოხალისე და დიდი მოტივაციით ვმოხალისეობ მოხუცებთან." - ამბობს საბა ტყეშელაშვილი, რომელიც ჰელფინგ ჰენდ - Helping Hand-ის მიერ ორგანიზებული და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "მოხალისეები მოხალისეებისთვის" მონაწილეა.
"ჩემთვის ყველაზე ღირებულია, იმის გააზრება თუ როგორ ეხმარებიან მოხალისეები სამყაროს. ეს პროექტი ნამდვილად უწყობს ხელს სკოლაში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას, ბავშვებმა ნახეს თუ როგორი სახალისოც არის მოხალისეობა ამ პროექტის დახმარებით. მომავალში იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტი მოხალისე შემოგვემატება სკოლიდან. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მოხალისეობა არის გზა, რომელიც გვეხმარება ჩამოვყალიბდეთ ღირსეულ მოქალაქეებად“ - ამბობს საბა.