დღეს ქუთაისში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა!

მოსწავლეებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს 15 საპროექტო იდეა გააცნეს, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ იდეების განხორციელებას.
ღონისძიებაზე "სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის" ჯილდოები გადაეცათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალს" და კომპანია "იმერკრედიტს", რომლებმაც გასულ წელს მოსწავლეთა სამი პროექტი დააფინანსეს. ასევე, მათი კომპანიების CSR აქტივობების შესახებ ისაუბრეს ჯი პი აი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი და "თეგეტა ჰოლდინგის" CSR მენეჯერი მარიამ ჯაფარიძე.

იმერეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი.