გამოცხადდა კონკურსი წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგების გამოსავლენად!

კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, გამარჯვებულები კი 2024 წლის ივნისში დაგეგმილ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე გამოვლინდებიან.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, მათ შორის ისეთი სკოლებიდან, რომლებიც არ არიან ჩართული USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში.


განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან: https://rb.gy/ghhwo6


დაინტერესებულმა პედაგოგებმა, 14 მარტის ჩათვლით, შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: civiceduforum@gmail.com ან მიაწოდონ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას მათ რეგიონში. (პარტნიორი ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია განაცხადის ფორმაში.)