კახეთში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მეღვინეობა "ბადაგონს" სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის ჯილდო გადაეცა

კომპანიამ გასულ წელს თელავის #6 საჯარო სკოლას დაუჭირა მხარი, ამჯერად კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის #1 საჯარო სკოლის პროექტს დააფინანსებს.


პროექტის მიზანია, მოსწავლეებში სამეწარმეო, ლიდერული და გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობს, მცირე სასათბურე მეურნეობის მოწყობას სკოლის ბაზაზე და სხვადასხვა სახის მცენარეებისა და მარადმწვანე ნერგების მოშენებას და რეალიზაციას.