აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივის საფუძველზე, ჩხოროწყრუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 30 000 ლარიდან 40 000 ლარამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელმაც ასევე შექმნა სამოქალაქო ჰაბი, გეგმავს, რომ მონიტორინგი გაუწიოს მერიის საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას და გამოითხოვოს ინფორმაცია დაფინანსებული ინიციატივების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მსგავსი ინიციატივით ადგილობრივ თვითმმართველობას გასულ წელსაც მიმართეს, რომელიც ასევე დაკმაყოფილდა. ასევე, მოსწავლეებმა მერიისგან მიიღეს თანხა ფოტოაპარატის შესაძენად, რომელიც პროექტ "ერთად უკეთესობისთვის" განსახორციელებლად ესაჭიროებოდათ.