სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის პროფესიული ტრენინგ-ბანაკები გაიმართა!

ბანაკები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა თელავსა და ბათუმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 70-მდე პედაგოგმა და დირექტორმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.


ბანაკის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაზიარება პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და სკოლაში დემოკრატიული კულტურის გაძლიერების შესახებ. ასევე, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, სკოლების წარმომადგენლებმა განიხილეს სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგია და მოსწავლეებში ლიდერობის განვითარების საკითხები.