შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე აჭარაში

2012 წლის 21 მაისს, ბათუმში, აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნეს.  ბათუმის პარკში აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა და  სიმბოლურად წითელი ბუშტები დაურიგეს მოსახლეობას და სოლიდარობის ნიშნად წითელი ფრანები გაუშვეს ცაში.  
 
21 მაისის აქციას გამოეხმაურა ქობულეთის რაიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის და საინიციატივო ჯგუფის წევრები და მსგავსი მსვლელობა მოაწყვეს ქობულეთის ზღვისპირა პარკში. 
 
„გულზე მიმაგრებული წითელი ლენტებით სოლიდარობას ვუცხადებთ შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ოჯახის წევრებს და მოვუწოდებთ მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ. „–ვანო ბაკურაძე, ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი. 
 
სულ მსვლელობაში მონაწილეობას ღებულობდა აჭარის რეგიონის 14 კლუბის და 9 საინიციატივო ჯგუფის წევრი მოსწავლეები. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებებით.
 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.