ჰაკათონში გამარჯვებული მოსწავლეები ცნობილია!

I ადგილი - რუსთავის #4 საჯარო სკოლა - დაჩი გაჩეჩილაძე, დიმიტრი ერვანდიანი
II ადგილი - თბილისის #154 საჯარო სკოლა - თამარ ბერიძე, მარიამ გურგენიძე, თინათინ შავიძე, ნიკოლოზ ცუცქირიძე
III ადგილი - ბოლნისის #5 საჯარო სკოლა - საბა ანდიაშვილი, მათე გოგებაშვილი, გიორგი ქალდანი, ბასილი პეტრიაშვილი
მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ მობილური აპლიკაციის, კომპიუტერული თამაშის, ვებგვერდის ან სხვა ელექტრონული რესურსის პროტოტიპი, ანუ, ისეთი ელექტრონული რესურსის იდეა და ნაწილობრივ მომუშავე ვერსია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი სოციალური და სამოქალაქო პრობლემების ირგვლივ გაერთიანდნენ და უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.
ჰაკათონში 115-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ისინი 30 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი.
ჰაკათონი ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GeoLab-ის მიერ.