„USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე საგრანტო პროექტში მონაწილეობით მომეცა შესაძლებლობა განმევითარებინა ციფრული კომპენტეციები, უფრო ღრმად გავცნობოდი და შემესწავლა ციფრული სამყაროს როგორც დადებითი, ასევე ურყოფითი მხარეები, მესწავლა და სხვებისთვისაც გამეზიარებინა უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარებისა და დეზინფორმაციისაგან დაცვის საშუალებები. პროექტზე მუშაობისას ასევე შევიძინე და განვივითარე სხვადასხვა სახის უნარები, როგორებიცაა: თანამშრომლობის, პრეზენტაციის წარდგენის, ვიდეორგოლის გადაღებისა და დამონტაჟების უნარები. პროექტში მონაწილეობამ გამხადა უფრო თავდაჯერებული და ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ დამეხმარება სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.“ - ამბობს ნიკოლოზ სახელაშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე. 

პროექტი "ციფრული მოქალაქე ნიკოლოზმა პედაგოგთან და თანატოლებთან ერთად გაანხორციელა, რათა უკეთ გაეაზრებინათ ციფრული მოქალაქოების მნიშვნელობა XXI საუკუნეში. მიღებული გრანტით მათ ასევე შეიძინეს ფერადი პრინტერი და პროექტორი, რომლებიც ესაჭიროებოდათ სამოქალაქო კლუბის აქტივობებისთვის.