სამცხე-ჯავახეთში, ჩვენს პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა სტაჟირება გაიარეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ახალციხის ოფისში.

სტაჟირების პერიოდში 19 მოსწავლე გაეცნო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს. მათ მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა სამოქალაქო ბიუჯეტირება, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის დელეგირებული უფლებები და სხვა.