სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლამ, რომელმაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი სკოლის სტატუსი მოიპოვა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის 18 პარტნიორი სკოლის და 2 არაპარტნიორი სკოლის წარმომადგენლები. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლამ მათ უამბო საკუთარ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საკლუბო აქტივობების შესახებ. ასევე, მოწვეულმა ექსპერტმა, მაკა გრელიშვილმა, დამსწრეებისთვის ჩაატარა ტრენინგი სასკოლო პროექტების მართვის შესახებ. მოსწავლეებმა ადგილზე შეიმუშავეს პროექტები და გააკეთეს მათი პრეზენტაცია.