საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ფინანსური განათლების სესიები მიმდინარეობს.

სესიებს წარმართავს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi). მოწვეული სპიკერები მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ბიუჯეტირება, დანაზოგი, დივერსიფიკაცია და ა.შ.