დღეს თბილისში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა

კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შემუშვებულ 14 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას.
ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმზე საკუთარი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს „დიო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა და „ბიბლუსი“-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ანა ივანიშვილმა. ასევე, დაჯილდოვდნენ კომპანიები, რომლებმაც გასულ წელს მხარი დაუჭირეს მოსწავლეთა პროექტების განხორციელებას.