USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს ორ გრანტს. თითოეული წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება უნდა ახორციელებდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს) მიერ აკრედიტებულ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას (მაგ.: განათლება/განათლების სკოლა; განათლების ადმინისტრირება; მასწავლებელთა მომზადების და მსგავსი პროგრამები) საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურებზე.
განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://tinyurl.com/y46u7d96
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განაცხადი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=494794
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2023 (23:59 სთ)