გაეცანით მოსწავლეთა თვითმმართველობების საუკეთესო პრაქტიკას!

ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელი ორი დღის მანძილზე აუდიტორიას გაუზიარებს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ლიდერი სკოლები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 44 ლიდერი სკოლა გამოვლინდა. აქედან 22-მა სკოლამ დემოკრატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკები სხვა სკოლებს 2023 წლის 10-11 ივლისს გამართული ონლაინ ფორუმის ფარგლებში გაუზიარა, ხოლო დანარჩენი 22 სკოლა დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
სკოლებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 26 ოქტომბრისა შემდეგ ბმულზე: https://tinyurl.com/yy5wkhn8