დღეს, ბათუმში, მიმდინარე აკადემიური წლის პირველი სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა.

მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 13 სხვადასხვა პროექტი წარუდგინეს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.

ღონისძიბა გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, საკუთარი კომპანიების CSR სტრატეგიების შესახებ ისაუბრეს "ალიანს ჯგუფის“ PR და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ ანდრიაძემ და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერმა ბესო შავიშვილმა.
ღონისხიების მსვლელობისას დაჯილდოვდნენ “აჭარისწყალი ჯორჯია”, “ჰილტონ ბათუმი” და ”აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა”, გასულ აკადემიურ წელს მოსწავლეთა პროექტების მხარდაჭერისათვის.

აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია “აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”.