"წლის დემოკრატიული სკოლის" ჯილდოს მფლობელები ცნობილია!

გამარჯვებელები არიან:


აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა

ქ. საჩხერის #2 საჯარო სკოლა

ქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლა

ქ. თბილისის #182 საჯარო სკოლა

ქ. ბათუმის #16 საჯარო სკოლა


ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა.


დემოკრატიული სკოლების კონფერენცია-გამოფენას შეგიძლიათ თავლი ადევნოთ LIVE რეჟიმში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის Facebook გვერდზე.