ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-მა დაიწყო პრეზენტაციების გამართვა ჩვენი პროგრამის პარტნიორ სკოლებში, რათა შეარჩიოს აქტიური მოსწავლეები პროექტისთვის "მოხალისეები მოხალისეებისთვის". შეხვედრა უკვე ჩატარდა #123 საჯარო სკოლაში.

პროექტის მიზანია, მოხალისეობის გზით, მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების ერთობლივად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.


პროექტის ამოცანებია:

  • მოსწავლეების კომპეტენციების ამაღალება მოხალისეობის გზით
  • მოხალისეობის პოპულარიზაცია სკოლებში საერთაშორისო მოდელის “სერვისის სწავლების” (Community Service Learning) გამოყენებითა და დანერგვით
  • მოხალისეობრივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება შერჩეულ სკოლებში
  • სკოლის მოსწავლეებსა და სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება ერთობლივი მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებითა და გამოცდილების გაზიარებით.