გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკვებით დაეხმარნენ.

სასკოლო სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, შეგროვდა პურის მარაგი, რომელიც სოფელ ხორეთის მაცხოვრებლებს გადაეცათ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორეთი ერთ-ერთია, რომელიც სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებულად დააზარალა.