ბაკურიანში დებატების და საჯარო გამოსვლების ბანაკი გაიხსნა

2012 წლის 23 მაისს,  დაბა ბაკურიანში, დებატების და საჯარო გამოსვლების ბანაკი გაიხსნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში. დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის  ორგანიზება უზრუნველყო „საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ“. 

ბანაკის საზეიმო გახსნას უძღვებოდა მაკა ქემხაძე  „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ თავმჯდომარის მაოდგილე. იგი მიესალმა მონაწილეებს - სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით (75 მოსწავლე და 11 პედაგოგი) და გააცნო ბანაკის საქმიანობის განრიგი.
 
მონაწილეთა ტრეინინგებს დებატების ტექნიკაში და დებატ ტურნირებს წარმართავს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE). დებატები ბანაკში გაიმართება თემაზე - „ბავშვთა უფლებები“. ტურნირში გამარჯვებული და ფინალისტი გუნდები და 5 საუკეთესო სპიკერი დაჯილდოვდებიან სრეციალური პრიზებით და საჩუქრებით. ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

 ბანაკის საზეიმო გახსნის შემდეგ მოეწყო ონლაინ კონფერენცია თემაზე „ბავშვთა უფლებები“. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო  ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა ბავშვთა უფლებეზე და უპასუხა მოსწავლეების კითხვებს.