სამოქალაქო კლუბის ,,ალტრუისტების” ვიზიტი სასამართლოში

2012 წლის 8 მაისს გორის #7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ალტრუისტების” წევრები,   პედაგოგ მერი ბეჟუაშვილთან ერთად ეწვივნენ გორის რაიონულ სასამართლოს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. მოსწავლეები დაესწრნენ სასამართლო პროცესს. პროცესის დამთავრების შემდეგ ისინი შეხვდნენ და ესაუბრნენ  სასამართლოს თავმჯდომარეს, ადვოკატებს, პროკურორს და მანდატურებს. კლუბის წევრებმა  დაათვალიერეს სასამართლოს ტერიტორია და მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია.
 
10 მაისს კლუბის წევრები შეიკრიბნენ და გამართეს დებატები თემაზე ,,როგორი უნდა იყოს სამართლიანი მოსამართლე”.
 
საზოგადოება „ბილიკი“