თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში რადიო „ალოჰა“ გაიხსნა

2012 წლის 14 მაისს, თბილისის 51-ე  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ონლაინ რადიოს საზეიმო გახსნა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში.
 
მოსწავლეებმა რადიო კვანძის პრეზენტაციის დროს  ისაუბრეს თუ რა მიზანს ემსახურება რადიო კვანძი და მადლობა მოუხადეს  ყველას ვინც დახმარება გაუწია მათ ამ პროექტის შესრულებაში. აღსანიშნავია რომ,  სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს ოთახი გამოუყო რადიო კვანძის ფუნქციონირებისთვის, ხოლო „ჯიპას“ კურსდამთავრებულებმა მათ საჭირო ტრენინგები ჩაუტარა.
 
საზეიმო შახვედრის შემდეგ ღია ეთერის დროც დადგა.  პირველი რესპოდენტი ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  დირექტორი გახლდათ . მან მოსწავლეების კითხვებს უპასუხა და სამოქალქო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
პირველმა რადიო გადაცემამ წარმატებით ჩაიარა.