რადიოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აჭარის სკოლების მოსწავლეები აჭარის რადიოსა და ტელევიზიას ესტუმრნენ.

ვიზიტისას მოზარდებმა დაათვალიერეს სტუდიები, გაეცნენ ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს და დაესწრნენ გადაცემების ჩაწერას.


მოსწავლეები ასევე გაესაუბრნენ ჟურნალისტ ირმა ჩხაიძეს, რომელიც საავტორი გადაცემაში "ერთად ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე“ ხშირად აშუქებს მათ აქტივობებს. წამყვანმა მოსწავლეებს დაუსვა კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მოზარდებს მათი მონაწილეობით ამ თემებზე გადაცემების ჩაწერა შესთავაზა.


ასევე, მოწვეულ ჟურნალისტებთან ერთად, სკოლაში გამართეს დისკუსია თემაზე „დეზინფორმაცია და პრევენციის გზები“.