გამწვანების აქცია არაგვისპირში

2012 წლის 5 მაისს არაგვისპირის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ,,ჩვენ ერთად შევძლებთ“ წევრების  ინიციატივით სკოლის ეზოს გამწვანების აქცია  მოეწყო. კლუბის ოცდაორი წევრი შაბათ დილას სამუშაო იარაღებით სკოლის ეზოში შეიკრიბა, მოამზადეს  ორმოები, დარგეს 20 ძირი ფიჭვი და მორწყეს  ახალი ნარგავები. მოსწავლეები ენთუზიაზმით შრომობდნენ. ნერგების მოძიებაში მათ რეგიონში პროგრამის პარტნიორი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი   დაეხმარა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ამ ნარგავების მოვლა-პატრონობაზე იზრუნონ და შემდგომში კიდევ გაამწვანონ ეზო.


ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი