მოსწავლეები ქუჩის ცხოველების დასაცავად

თბილისის სკოლების მოსწავლეებმა ქუჩის ცხოველების დასაცავად კამპანია წამოიწყეს.

მოსწავლეები კანონმდებლობას  უსახლკარო ცხოველების დაცვის შესახებ გაეცნენ, შეხვდნენ თავშესაფრებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და უსახლკარო ცხოველების დაცვისა და მოვლის პრობლემებზე იმსჯელეს, შემდეგ მოამზადეს პოსტერი და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.