მოსწავლეები აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგების შესახებ

თბილისის # 70 საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგების შესახებ თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს. მათ გამოკითხვა ჩაატარეს აზარტული თამაშების მიმართ თანატოლების დამოკიდებულების დასადგენად და შექმნეს ფეისბუქ გვერდი, რომელზეც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს; ასევე, ატვირთეს აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პოსტერები და ვიდეო მესიჯები და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აზარტული თამაშების აკრძალვისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგთან, რომელმაც აზარტული თამაშების უარყოფით შედეგებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, მიზეზების, შედეგებისა და მკურნალობის  შესახებ.