სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლაივ ჩართვა კალათბურთელ ანატოლი ბოისასთან

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია, რომ ყოველდღე ვივარჯიშოთ? რა უფრო მნიშვნელოვანია, ვარჯიში თუ ჯანსაღი კვება? როგორია კალათბურთელის დღის განრიგი? უყალიბებს თუ არა სპორტი მოზარდს საჭირო დისციპლინას და იცავს თუ არა მას მავნე ჩვევებისგან? როგორი უნდა იყოს ფიზკულტურის თანამედროვე გაკვეთილები?  - ეს კითხვები დაუსვეს მოსწავლეებმა კალათბურთელ ანატოლი ბოისას ლაივ ჩართვის  დროს.

ანატოლი ბოისამ ისაუბრა პროფესიონალი კალათბურთელის და მწვრთნელის პროფესიაზე, საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე. მან სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების  შეკითხვებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ონლაინ კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას 2700 მნახველი ადევნებდა თვალს და მსვლელობის დროს 262 კითხვა დაისვა. 

ონლაინ შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“  ფარგლებში გაიმართა.