გამწვანების აქცია ქვემო ბოლნისის სკოლებში

2012 წლის 21 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის  #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგრანტო პროექტით „ხელი ხელს“  გათვალისწინებული საქმიანობა: ხეების დარგვა - მიმდინარე ტერიტორიის გამწვანება.
პროექტის მიზანია, არაქართული სოფლის, ქვემო ბოლნისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს შორის მოხალისეობის დანერგვა. მოხალისეობრივი საქმიანობა ნაკლებად აქტიურია აღნიშნული სოფლის სკოლებში. მოსწავლეები ნაკლებად უფრთხილდებიან გარე სამყაროს.
40-მდე მოხალისე -  მოსწავლეები, მასწავლებლები და  თემის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ ხეების დარგვაში. 40 ნერგი, სხვადასხვა ხის ჯიშის: ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ბალი და სხვა, დარგეს სოფელ ქვემო ბოლნისის #1 და #2 საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეებს დაევალათ  ნარგავების მოვლა-პატრონობა ზაფხულის განმავლობაში.
საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტით სასკოლო სამოქალაქო კლუბს  გადაეცათ ციფრული ფოტოკამერა. მოსწავლეებმა გადაიღეს აქტივობის ამსახველი ფოტოები, ვიდეო-ინტერვიუები აქციის მონაწილეებთან.
გამწვანების აქციაში ჩაერთო მოხალისე პოლეთიდან ბლანკა რუდნიცკა, რომელმაც  აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს და სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს  გაუზიარა  მოხალისეობის ევროპული გამოცდილება.
აქციის საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს ახალი გამოცდილება, აიმაღლეს მოხალისეობის კულტურა, განახორციელეს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამოქალაქო აქტივობა.
საგრანტო პროექტით „ხელი ხელს“ დაგეგმილია თემის სხვადასხვა საჭიროებების მოგვარებისთვის გათვალისწინებული აქტივობები.
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“