ონლაინ ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეების გააქტიურება დისტანციური სწავლების დროს, ნასწავლი მასალის გამეორება და ცოდნის  გაღრმავება.

ონლაინ კითხვარი 10 კითხვისგან შედგებოდა. ვიქტორინაში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც ყველა შეკითხვას სწორად უპასუხეს.