„პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლებს“– ნარაზენის საჯარო სკოლის ინიციატივა

სამეგრელო–ზემო სვანეთის, სოფ. ნარაზენის  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწალეების მიერ ჩაატარებული თემის საჭიროებების კვლევის შედეგად  დადგინდა, რომ სოფელში   არ ფუნქციონირებს აფთიაქი. მოსწავლეებმა მიმართეს სოფლის გამგეობას აფთიაქის გახსნის თხოვნით, მაგრამ აფთიაქის გახსნა  დაკავშირებულია სხვადასხვა ადმინისტარაციულ საკითხებთან, რომლის მოგვარება დროს მოითხოვს.
 
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შეეძინათ პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო მასალა და შეექმნათპირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები. ამისათვის მათ გაიარეს კონსულტაციები ზუგდიდის შ.პ.ს სამედიცინო-დიაგნოტიკური ცენტრი „კურაციო Z“-ში და ექიმის რჩევის  შემდეგ მოამზადეს პირველადი დახმარების ნაკრები. საქმიანობის პროცესში მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მსგავსი პრობლემა სხვა თემშიც არსებობს, ამოტომ მათ მოამზადეს  25 ცალი პირველადი დახმარების ნაკრები და დაარიგეს რეგიონის 25 პარტნიორ სკოლაში.
 
საზოგადოება „ათინათი“