სამოქალაქო განათლების კლუბის ARM CLUB-ის საქმიანობის პრეზენტაცია

2012 წლის 10 აპრილს თბილისის 104 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა  ARM CLUB-მა საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰარნიში, ცნობილი სომეხი პოეტი  ანაიტ ბოსტანჯიანი, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელები, 104 სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

კლუბის წევრებმა სტუმრებს სამოქალაქო კლუბის მიერ ჩატარებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა წარუდგინეს. მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, მონაწილეობა  სოციალური მედიის ტრენინგში და  კლუბის ბლოგისა და ფეისბუქის გვერდის შექმნა. სკოლაში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ”გავხადოთ უინეტერესო გაკვეთილი საინტერესო”. ისაუბრეს მცირე გრანტის პროექტზე ”კულტურათა შორის დიალოგი”,  რომლის მიზანია სომეხ და ქართველ ხალხთა ურთიერთობის განმტკიცება და ხელშეწყობა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბ-ნმა ვან ბაიბურთმა მოიწონა კლუბის საქმიანობა  და მადლობა გადაუხადა PH international-სა და ფონდ თბილისი მოზარდთა სახლს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგოთა გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ჭეშმარიტად სამოქალაქო თვითშეგნების მქონე ახალგაზრდობის გაზრდას.ბ-ნმა დელ ჰარნიშმა მაღალი შეაფასება მისცა სამოქალაქო კლუბის საქმიანობას. 

ამაღელვებელი იყო ქ-ნი ანაიტ ბოსტანჯიანის გამოსვლა:” სამოქალაქო განათლების პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით გამოვყოფდი #104 სკოლის სამოქალაქო კლუბის საქმიანობას, რომელიც ხელს შუწყობს სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობის განმტკიცებას. მე ყველანაირად დაგეხმარებით,”- დასძინა ქ-ნმა ანაიტმა.

104 სკოლის დირექტორმა სამოქალაქო კლუბის წევრებს კლუბის ოთახის გარემონტება და აღჭურვა აღუთქვა, რათა სამოქალაქო კლუბის საქმიანობა უფრო მეტი წარმატებითა და ენთუზიაზმით წარიმართოს.

თბილისის მოზარდთა სახლი